LevenExclusive
განსხვავებული სტილი, რომელიც ხაზს უსვამს თქვენს ხასიათს
ვინ ვართ ჩვენ?
ლევენ ექსკლუზივი სამკაულების ბრენდია. ჩვენი სტილის ძირითადი მახასიათებლები ავანგარდული, ბრუტალისტური და მინიმალისტური მიმდინარეობებია. ლევენი ხელნაკეთი სამკაულებისა და სათვალეების მრავალფეროვან არჩევანს გთავაზობთ. პროდუქცია ძირითადად დამზადებულია 925 სინჯის ვერცხლისგან, თითბერისგან და უჟანგავი ფოლადისგან. ჩვენი მოდელები გაფორმებულია ორგანული მარგალიტებით, ბუნებრივ ქვებითა და სხვადასხვა ტიპის მინერალებით.
ჩვენი ისტორია
ლევენ ექსკლუზივი ქართული ბრენდია. დაარსდა თბილისში ჩემს, დიზაინერ თინა დარსაველიძის მიერ. ჩემი მრავალწლიანი გამოცდილება დიზაინის სფეროში, სრულიად მოვახმარე ჩემთვის საყვარელ საქმეს. სამკაულის შექმნა პროფესიასთან ერთად, ჩემთვის ყოველთვის იყო ჰობიც...საქმე, რომელსაც დიდი სიყვარულითა და ინტერესით ვაკეთებდი. საბოლოოდ, ავისრულე ოცნება, შემოვიკრიბე პროფესიონალ ადამიანთა გუნდი, რომლებიც იზიარებენ ჩემს განსხვავებულ ხედვასა და გამორჩეულ სტილს. სწორედ ეს გუნდი ქმნის უნიკალურ, ხელნაკეთ სამკაულებს და მომხმარებლებს სთავაზობს ექსკლუზიურ ნივთებს არამარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოს მასშტაბით.
ჩვენი ხედვა და მისია
ჩვენი მისიაა ვთქვათ ახალი სიტყვა და გავცდეთ ჩარჩოებს დიზაინის ინდუსტრიაში. შევქმნათ მინიმალისტური და ავანგარდული სტილების სინთეზი. ამას ხარისხის მაღალი სტანდარტების დაცვითა და დეტალებზე განსაკუთრებული ორიენტირებით ვახერხებთ. ლევენის სამკაული უძლებს დროს და გეხმარებათ აღმოაჩინოთ ექსტრავაგანტური, მხოლოდ თქვენთვის სახასიათო სტილი.
შემოგვიერთდი
განსხვავებული ხშირია, მაგრამ აქ , თქვენ ნამდვილად იპოვით არაორდინალურს. მადლობას გიხდით, ლევენ ექსკლუზივის არჩევისთვის.
სიყვარულითა და პატივისცემით,
თინათინ დარსაველიძე
LevenExclusive-ის დამაარსებელი